digitalconstruction forum Pullman Tbilisi Axis Towers ციფრული მშენებლობის ფორუმი 2023 19 ოქტომბერი ნახეთ ფორუმის ვიდეო
ნახეთ
ფორუმის
ვიდეო

მისასალმებელი სიტყვა

კონფერენცია

კონფერენცია
[ფორუმი]
ახალი ეტაპი მშენებლობაში - პროცესების გაციფრულება

პირველად საქართველოში BIM Solutions Group-ი სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC-თან თანამშრომლობით გამართავს მშენებლობის მართვის გაციფრულების საერთაშორისო ფორუმს, რომელიც გაიმართება სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში. სამშენებლო საერთაშორისო მკვლევარების აზრით, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია რომელიც ეხება პროექტის მენეჯმენტსა და პროცესების ორგანიზებას. ეს იწვევს დროის მინიმუმ 30%-ის დაკარგვას და ყველა სხვა რესურსის ფლანგვას, ეს ნიშნავს ფულის ფლანგვას. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს სამშენებლო სექტორის მოდერნიზაციისა და გაციფრულების პროცესების ინიცირებას მთავრობის და კერძო ბიზნესის დონეზე.

ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლები გაგვიზიარებენ ბალტიისპირეთის გამოცდილებას გაციფრულებისა და მშენებლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ კონფერენციაზე სხვა მომხსენებლები მსხვილი უძრავი ქონების დეველოპმენტიდან, თუ სამშენებლო ბიზნესიდან გაგვანდობენ თავიანთ საუკეთესო პრაქტიკას და უპირატესობებს სამშენებლო და პროექტების მართვის გაციფრულებასთნ დაკავშირებით, სამშენებლო ინფორმაციის მოდელირების (BIM) მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან რა არის BIM, დაინახავენ საერთაშორისო პროექტების მაგალითებს და ფინანსურ და რესურსულ სარგებელს. ეს კონფერენცია მხოლოდ დასაწყისია საუკეთსო პროცესების გამოყენებისკენ, რათა აიყვანოთ თქვენი სამშენებლო პროექტების ეფექტურობა სხვა დონეზე.

კონფერენცია
[ქართული]
სპონსორები

 2009 წლიდან სიემსი არის სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, რომელიც სამშენებლო პროექტების მართვის მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ. ჩვენ ვართ ინჟინრები ბიზნეს აზროვნებით, თარჯიმნები ბიზნესსა და ტექნიკურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის. სიემსი – ეს არის კომპანია, რომელიც ჩაფიქრებული შედეგის მისაღწევად ყველა შესაძლო გზით გვერდში გიდგას და არასდროს მიგატოვებს.

ჩვენ ვართ პირველი ქართული სამშენებლო პროექტების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც გავიდა საერთაშორისო ბაზარზე 2020 წელს საერთაშორისო ფილიალებით ერევანში და ზაგრებში.

ჩვენ ვართ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო პროექტების მენეჯმენტ კომპანია

KVL-ის პარტნიორები, რომელთან ერთადაც ვმართავთ პროექტებს სომხეთსა და სერბეთში.

გლობალურ ბრენდად ქცევა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია, ახალი სამიზნე ბაზრები კი აშშ და გაერთიანებული საემიროებია.

თქვენ გვერდით, შთამბეჭდავი შედეგებისთვის.

საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. მას შემდეგ იგი ღირსეულად ინარჩუნებს ამ პოზიციას და თავდაუზოგავად განაგრძობს სრულყოფილებისკენ სწრაფვას.

„ანაგის“ ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა. მისი საქმიანობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა დამკვეთს შესთავაზოს მომსახურების სრული პაკეტი როგორც საპროექტო სამუშაოები, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება.

კომპანია თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

„ანაგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დამკვეთს და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

36 წლიანი გამოცდილებით, ჩვენ ვცდილობთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოს საპროექტო დარგში.

ჩვენი კომპანია, არტსტუდიო პროექტი, 2001 წლიდან ერთ-ერთი ლიდერია არქიტექტურულ, დაგეგმარებით და ლანდშაფტური დიზაინის სფეროში საქართველოში.

ჩვენი დამკვეთების და პარტნიორების წინაშე, ჩვენი დიდი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი მიდგომით, წლების განმავლობაში ჩვენ მოვიპოვეთ ის მაღალი კვალიფიკაცია და რეპუტაცია, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენი საყვარელი საქმის და პროფესიის კეთებისთვის.

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს დამკვეთებს აიხდინონ თავიანთი ოცნებები -აიშენონ სახლები, განავითარონ ტერიტორიები, ეფექტურად და ხარისხიანად ააშენონ და მოაწყონ სხვადასხვა სახის უძრავი ქონება.

ჩვენ ვეხმარებით ქვეყნის მთავრობას და მუნიციპალიტეტებს დააგეგმარონ და განავითარონ ქალაქები, რაიონები, სოფლები და კურორტები. რესტავრაცია და რეაბილიტაცია ჩაუტარონ ისტორიულ უბნებს, შენობებს, პარკებსა და საზოგადო სივრცეებს.

საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება შემოქმედებითი და გუნდური მუშაობა; ჩვენი გუნდი, დამკვეთთან მჭიდრო ურთიერთობაში, პროექტის ყველა ეტაპზე, ორიენტირებულია საუკეთესო შედეგზე და შესაძლო მაქსიმალურ ხარისხზე.

სიყვარული, პროფესიონალიზმი, პროფესიული ეთიკა და ინტეგრირებული მიდგომები -ჩვენი საქმიანობის ის ქვაკუთხედებია, რომელიც აისახება ჩვენს პრაქტიკაში, პოლიტიკაში, პროექტებისა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში.

ფორუმი
[მედია და ორგანიზაცია]
პარტნიორები
სპიქერები
[სპეციალისტები და პროფესიონალები]
სტუმრები